IAD Index of Academic Documents
  • Home Page
  • About
    • About Izmir Academy Association
    • About IAD Index
    • IAD Team
    • IAD Logos and Links
    • Policies
    • Contact
  • Submit A Journal
  • Submit A Conference
  • Submit Paper/Book
    • Submit a Preprint
    • Submit a Book
  • Contact
  • Düzce Üniversitesi Sosyal Bilimler Dergisi
  • Volume:14 Issue:Special Issue Special Issue
  • საბჭოური კოლონიზაცია 30-იანი წლების აფხაზეთში, მისი მიზნები და შედეგები...

საბჭოური კოლონიზაცია 30-იანი წლების აფხაზეთში, მისი მიზნები და შედეგები

Authors : Teimuraz Gvantseladze
Pages : 160-171
Doi:10.55179/dusbed.1563110
View : 36 | Download : 32
Publication Date : 2024-12-09
Article Type : Research Paper
Abstract :ნაშრომში კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აღინიშნება, რომ XX საუკუნის 30-იანი წლების აფხაზეთში საქართველოს სსრ-ს ფარგლებს გარედან მიმდინარეობდა რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი, ბელარუსი, ებრაელი და სხვა ეროვნების კოლონისტთა მასობრივი ჩასახლება. მიგრანტთა საერთო რაოდენობა 1926-1939 წლებს შორის 100 000 კაცს უახლოვდებოდა. ამ მიგრაციის ოფიციალურად გამოცხადებული მიზანი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საზღვრის დაცვის განმტკიცება. მიგრანტთა მასობრივ შემოდინებას გეგმავდა, აფინანსებდა და აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლება, აგრეთვე სპეციალურად შექმნილი სამიგრაციო-კოლონისტური სამსახურები და მათი ფილიალები. 1926-1939 წლებში აფხაზეთში ქართველთა რაოდენობა გაიზარდა 24 000 კაცით, რასაც ზოგი აფხაზი მეცნიერი იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას ანტიაფხაზური პოლიტიკის გამოხატულებად მიიჩნევს: ქართველთა რაოდენობის ზრდის მიზანი აფხაზთა გაქართველება იყოო. ამგვარი დასკვნა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან თუ ეს პროცესი გაქართველება იყო, მაშინ გაუგებარია, რატომ დაუშვეს იმავე სტალინმა და ბერიამ ოთხჯერ მეტი რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი, ბელარუსი, ებრაელი და სხვა ეროვნების კოლონისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა აფხაზეთში იმავე 1926-1939 წლებს შორის. მიგვაჩნია, რომ მასობრივი მიგრაციის სტრატეგიული მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი პოლიეთნიკური ვითარების შექმნა იყო, სადაც უნდა მომხდარიყო უკლებლივ ყველა არარუსულ ეთნიკურ ჯგუფთა, მათ შორის აფხაზებისა და ქართველების ეროვნულ-ენობრივი თვისებების წაშლა, მათი ერთმანეთში შერევა და საბოლოო რუსიფიკაცია. ეს სტრატეგიული მიზანი კი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა.
Keywords : Gürcistan, Abhazya, Göç, Ruslaştırma

ORIGINAL ARTICLE URL
VIEW PAPER (PDF)

* There may have been changes in the journal, article,conference, book, preprint etc. informations. Therefore, it would be appropriate to follow the information on the official page of the source. The information here is shared for informational purposes. IAD is not responsible for incorrect or missing information.


Index of Academic Documents
İzmir Academy Association
CopyRight © 2023-2025